“ქართული ოცნების” სახელით უნდა განვაცხადო, ჩვენ გვეამაყება, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკინსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ასევე საამაყოა, რომ მთავრობის შემადგენლობის ნახევარი არიან ქალები.
“პარლამენტში ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელები არიან ქალები და ჩემი პირველი მოადგილეც არის ქალი. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალში ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა გაიზარდოს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თქვენი კომენტარი?


როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?
5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?
ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია
ინტერვიუ ნანა დევდარიანთან და თამარ კიკნაძესთან (ვიდეო)