დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 10-მდე პირის სახელით 56 ათას 345 ლარის ონლაინ სესხი აიღო

265
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა დააკავეს 1986 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც 2019 წლის მარტიდან იძებნებოდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 2015-2016 წლებში, მოიპოვა 10-მდე
პირის ნდობა, რის შემდეგაც სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გაახსნევინა
ანგარიშები, თითოეულ ანგარიშზე გაააქტიურებინა ინტერნეტბანკი და გამოართვა
საბანკო და სხვა პერსონალური მონაცემები.

ამის შემდეგ,   მათიგამოყენებით აიღო ონლაინ-სესხები, თაღლითურად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხას – ჯამში, 56 345 ლარის ოდენობით და მიიმალა.

2019 წლის მარტში, ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთი
ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა, რის შემდეგაც იგი
ქვეყნის მასშტაბით იძებნებოდა.

გამოძიება თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის
ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...