15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

703
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ვერძი – ახლობლების მხრიდან მოიმატებს კრიტიკული შენიშვნები. ეცადეთ, მოთოკოთ ემოციები და მშვიდად მოისმინოთ ყველაფერი. თავად იყავით დიპლომატიური.

კურო – ახლობლებთან შეხვედრის დღეა. მოამზადეთ სადღესასწაულო სუფრა და იმხიარულეთ.

ტყუპი – დღეს თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. გაიუმჯობესეთ განწყობა და და ჰარმონია დაისადგურებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაშიც.

კირჩხიბი – გარშემო მყოფების გავლენის ქვეშ მოექცევით. ზოგიერთთან ურთიერთობამ შეიძლება ენერგია გამოგაცალოთ.

ლომი – რომანტიკული შეხვედრა ჰარმონიულად ჩაივლის. საყვარელ ადამიანს გულახდილად გამოუტყდით გრძნობებში.

ქალწული – ძიების დღეა: ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია ან სასწავლო კურსები. აჩქარებით შეიძლება შეცდომები დაუშვათ.

სასწორი – ნუ ჩაერევით გარშემო მყოფების საქმეებში. მათ თავად უნდა გადაწყვიტონ როგორ მოიქცნენ და როგორ იცხოვრონ.

მორიელი – სირთულეებთან ბრძოლა აზარტს შეგმატებთ. ოჯახის წევრებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.

მშვილდოსანი – ახალგაცნობილებთან შეიძლება ან ახალი საქმეები წამოიწოთ ან რომანტიკული ურთიერთობა გააბათ. მეტად ჩაებით სოციალურ ცხოვრებაში.

თხის რქა – დილიდან პოზიტიური ენერგიით დაიმუხტეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. გარშემო მყოფებს დანაპირები აუსრულეთ.

მერწყული – სერიოზული საქმეებით ნუ დაიტვირთავთ თავს. უმჯობესია, დღეს ქალაქგარეთ დაისვენოთ.

თევზები – დაუკვირდით ახლობლების ნათქვამს. შეგიძლიათ რჩევაც იკითხოთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხეზე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...