ზუსტად 4 საათზე ვიკრიბებით ამერიკის საელჩოსთან, ჩვენი დირექტორები არ არიან კრამერები და ბრაიზები – ირმა ინაშვილი

222
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დღეს, 15 სექტემბერს, ზუსტად 4 საათზე ვიკრიბებით ამერიკის საელჩოსთან. სიმბოლურია, რომ ჩვენი შეკრება დემოკრატიის საერთაშორისო დღეს ემთხვევა. ჩვენ ვიკრიბებით სწორედაც რომ დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად და დასაცავად!”– წერს ფეისბუქში  “პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი.

“ჩვენ ვიკრიბებით, რათა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს: უნდა დაასრულოთ მწამებელთა პარტიების მხარდაჭერა! უნდა დაინახოთ, შეიგრძნოთ ქართველი ხალხის გულისტკივილი და ბრაზი, რაც გამოწვეულია სრულიად ნათელი და სამწუხარო გარემოებით:

2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ, გამუდმებით აძლევთ სტიმულს და ახალისებთ მწამებელთა პარტიებს. ამ პარტიების ლიდერები აწამებდნენ და კლავდნენ ადამიანებს, ეს არაა ევროპული, დასავლური აზროვნება.

უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი სამშობლოს მეგობრებს, მაგრამ კრამერები და ბრაიზები (რომლებიც გვესმის, რომ ამერიკაშიც ბოკერია-სააკაშვილები არიან), ძალზედ აზიანებენ ჩვენს გულწრფელ გრძნობებს და ჩვენს ურთიერთობას. მათი უკიდეგანო თავხედობა და უპატივცემულობა იწვევს ჩვენს აღშფოთებას.
ჩვენ არა ვართ კრამერების და ბრაიზების კოლონია, ჩვენი დირექტორები არ არიან კრამერები და ბრაიზები.

15 სექტემბერის აქცია, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი აქციაა. ქართველ ხალხს ნამდვილად არ ეშლება, ცივილურად და კულტურულად როგორ გამოხატოს მისი სათქმელი. ყველას, ვინც იზიარებს ჩვენს სულისკვეთებას, 15 სექტემბერს, 4 საათზე ველით ამერიკის საელჩოსთან.- წერს ირმა ინაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...