მართლა გგონიათ, რომ კიტოვანის უფლება იყო აფხაზეთში ომის დაწყება? რა გიხარიათ 80 წლის კაცს ვიღაც რუსის და სომხების მონა ახალგაზრდა აფხაზი რომ მოერია?

735
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ახრახაძე – აფხაზეთის ომის ვეტერანი


ისე სანამ ნამდვილი და უახლესი საქართველოს ისტორია დაიწერება და შავს შავი დაერქმევა და თეთრს თეთრი… პაწა ტვინი გაარყიეთ და დაფიქრდით. მართლა გგონიათ რომ კიტოვანის უფლება იყო აფხაზეთში ომის დაწყება? ეს მას შეეძლო? ისე აგინებთ კიტოვანს ვითომ მე დავნიშნე ეს მხატვარი კაცი ეროვნული გვარდიის მეთაურად და ამ მხატვარმა კაცმა ერთ დღეს გაბრაზდა მიუხტა პრეზიდენტს,  ჩამოაგდო, მერე რამდენიმე თვეში ხოში ჰქონდა და აფხაზეთში ტყუილად, საბაბის გარეშე შევარდა, გამოუცხადა ომი ”მშვიდობიან” გლეხ აფხაზებს, რომლებიც სულ წყნარად ისვენებდნენ ჩრდილში ხომ?  ასე გავიგე?  ამ ერთი კაცის, კიტოვანის გადასაწყვეტი იყო გგონიათ მაშინ რუსეთ- საქართველოს, მთელი კონფედერაციის ომის დაწყება? დიდი სტრატეგი რომ არ იყო ეს კი ვიცით მაგრამ….. ვინც დანიშნა იმას რაა?  მხატვრის მეტი კაცი რომ ვერ მონახა იმ ვიღაცამ… ამაზე არაფერს რომ არ ამბობთ ის მიკვირს მე, თუმცა არ მიკვირს.

უბრალოდ ფაქტი ისაა, რომ გაგებაში არ ხართ რა ხდებოდა იმ პერიოდში ქვეყანაში. ტელევიზია არა, რადიო არა, ინტერნეტი არა. ხალხი გადასული იყო ვაჭრობაზე, ქარხნების დაშლაზე, თურქეთში წიაღისეულის და ხარახურის გატანაზე.  აი ამიტომ არ იცით რეალობა რა იყო და ამ ჭორებს გადაცემთ შემდეგ თაობებს…… იმდენად ბოთე ხალხი ხართ ბარეორი, რომ გგონიათ, თუ არ იქნებოდა კიტოვანი, ომი არ დაიწყებოდა.


ბიჯო! კაი კიტოვანმა რომ ჯარი შეიყვანა მაშინ აფხაზეთის ტერიტორიაზე…. ცეცხლი ვინ გაუხსნა? ცოტა მეტი თვალი რომ გაგეხილათ ალბათ აფხაზურ ჯარსაც დაინახავდით იქ და უკვე წლების წინ დაწყებულ აფხაზების შეიარაღებასაც შეამჩნევდა კაცი, მაგრამ ძალიან ცოტას გახსოვთ ლიხნის მოვლენები, ღალიძგის მოვლენები,  არ გეცალათ პატივცემულებო მაშინ თქვენ საქართველოს თავს რა ხდებოდა იმისთვის, რომ თვალი გედევნებინათ და უბრალოდ დაბალი ღობე ნახეთ კიტოვანი.

ადვილია 80 წლის კაცის წიხლის დაჭერა და მასზე ყველაფრის გადაბრალება…. მოდი რა… ჯერ ვინც ის მაგ ადგილზე დანიშნა იმას მოკითხეთ პასუხი! და გუშინ იმ აფხაზს კი მივწერე და დამბლოკა…. ცე ჰეპატიტს და შიდსს ვინც გადაურჩებით, ერთ გალიაში ჩაგსვამენ რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს რა ღლე ერიც ყოფილხართო.

რა გიხარიათ 80 წლის კიტოვანს ვიღაც რუსის ჩექმის ქვეშ დამონებულმა და სომხების მონა ახალგაზრდა აფხაზმა რომ მოერია? ლატენტური მოღალატეები ხართ თქვენ! ან უვიცები….. (აირჩიეთ)

P.S  ძალიან სკლეროზიანებმა ბარემ ესეც იცოდეთ …..როცა კიტოვანი ედიკას თანხმობის გარეშე , მაინც შევიდა სოხუმში, სოხუმი უკვე გამოცხადებული ჰქონდათ კონფედერატების დედაქალაქად და ფაფახიანი გადამთიელები იარაღით დადიოდნენ.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...