პატრიოტთა ალიანსის აქცია ამერიკის საელჩოსთან (ფოტო და ვიდეო)

666
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისში, ამერიკის საელჩოსთან “პატრიოტთა ალიანსი”-ს ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.  თავდაპირველად აქცია თავისუფლების მოედანზე უნდა გამართულიყო, თუმცა 10 სექტემბერს, სასტუმრო “რუმსში” მომხდარი ინციდენტის შემდეგ ადგილმდებარეობა შეიცვალა.

ორგანიზატორების, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დირექტორები არ უნდა იყვნენ კოლექტიური მეთიუ ბრაიზები და დევიდ კრამერები. დღევანდელ აქციაზე მათ ამერიკის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაულებს ედავებიან და მათ ჰყავთ მფარველები, სწორედ მეთიუ ბრაიაზას და დევიდ კრამერის სახით. 

საპროტესტო აქციაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა პარტიის მოთხოვნა სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ. დავით თარხან-მოურავის განცხადებით, ქვეყანას არ სჭირდება ნატო, ან მსგავსი ტიპის სამხედრო ბლოკები, რადგან ეს უფრო მეტად კარგავს შანსს ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. მისივე თქმით,  საქართველოს, ატლანტიკურ ალიანსში არავინ არ მიიღებს. 

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...