მეტრო სამგორის ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება – მდგომარეობა უმძიმესია

262
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მეტროსადგურ სამგორის ლიანდაგებში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა. ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა, ამ დრომდე ვერ ხერხდება პიროვნების ვინაობის და ასაკის დადგენა.

“რაც ეხება დაზიანებებს, პაციენტს აღენიშნება ქალა  ტვინის დახურული მძიმე ტრავმა, შეშუპება, კომატოზური მდგომარეობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და მარჯვენა ბარძაყის მრავლობითი მოტეხილობა, ასევე  ტრავმულ ჰემორაგიული შოკი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის უკიდურესად მძიმე, პროგნოზურად პაციენტი არასაიმედოა და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში”– აცხადებს ექიმი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...