საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

134
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ჰოლანდია 4:0 დაამარცხა.

ფინეთში დასრულებულ ევროპირველობაზე, საქართველომ საერთო გუნდურ ჩათვლაში 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა.

ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ჰყავს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გოგონათა შორის – ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...