პრეზიდენტის პირველი კომენტარი შეწყალებაზე

769
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მორატორიუმს აცხადებს, ანუ წყვეტს შეწყალებებს მანამ, სანამ კანონში არ მოხდება  ხარვეზის გასწორება.

მინდა მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მათი წუხილი. ეს ჩემი წუხილიცაა, როცა რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე შფოთავენ. ამიტომაც მოვედი აქ. შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია – ვინმეს გამართლება; არც რევიზიაა რომელიმე სასამართლოსი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის გარემოებების, მოცემულობების შეფასება. ამიტომაც წინათაც ვთქვი, რომ ინიციატივა მაქვს – წესები, რაც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაცია იყო. ჩემი ვერსიაც გადაეცემა თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან სამუშაო ჯგუფი შედგება, რომლებიც ჩამოაყალიბებენ იმ წესებს, რაც შეშფოთებას აღარ გამოიწვევს. ასევე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ვერსიებს, რომ შეწყალების აქტში ცალკეული ადამიანები ერევიან, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის დამოუკიდებლად იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...