პრემიერის თქმით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა მიუღებელია მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუვფლება

404
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, გიორგი გახარიას განცხადებით, ზოგადად, შეწყალება, ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა დასძენს, რომ მისთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელობაში და ზოგადად მკვლელობაში ან მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება

“რა თქმა უნდა საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა და გამოაცხადა მორატორიუმი. ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან, უნდა გაჩნდეს ფილტრები იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები, განსაკუთრებით მკვლელობაზე, არ იყვნენ შეწყალებულები”- განაცხადა გიორგი  გახარიამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...