ჩემი უსაყვარლესი მაზლის მკვლელიც შეუწყალებია პრეზიდენტს, რა ვთქვა, არც ვიცი – მანჩო გიორგობიანი

1562
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მანჩო გიორგობიანი


,,ჩემი უსაყვარლესი მაზლის , იგივე ჩემი ძმის – სოსო (იოსებ) ქოიავას მკვლელი – ზურაბ ნადირაძეც შეუწყალებია პრეზიდენტს.. 1994 წლის 19 იანვარს, სამხატვრო აკადემიასთან, ნადირაძემ, ტაქსიდან იმ წამის გადმოსულ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია და ჩემი უახლოესი ადამიანებიც უმძიმესად დაჭრა მუცლის არეში, ძლივს გადავარჩინეთ.. ზურაბ ცხაკაიას სული გაანათლოს ღმერთმა, მან გადაგვირჩინა, სოსო საავდმყოფოში მიყვანამდე უკვე აღარ სუნთქავდა.

ამდენი წელი ინტერპოლით ვეძებდით მკვლელ ზურაბ ნადირაძეს, ძლივს დააკავეს, ჩამოიყვანეს, გაასამართლეს, 11 წელი მიუსაჯეს და აჰა, მეხივით დაგვეცა შეწყალება.. რა ვთქვა, არც ვიცი…

ყველა ის ადამიანი, ვინც სალომე ზურაბიშვილი დაარწმუნეთ ზურაბ ნადირაძის უდანაშაულობაში, უბრალოდ ხართ უნამუსოები, ყველაფრის მკადრებლები და რაც ყველაზე ცუდია, თქვენ პრეზიდენტის რეპუტაცია ფეხებზე გკიდიათ, ან სპეციალურად  მოუწყვეთ, რადგან მთელმა თბილისმა იცის , როგორ ესროდა დამიზნებით და გამეტებით 20-21 წლის უიარაღო ბიჭებს 40 წლის არაადამიანი ზურაბ ნადირაძე! და არც გაბედოთ, რომ ნადირაძის თანმხმლებ ბიჭს დააბრალოთ რამე, მას არავისთვის არაფერი უსვრია!

ზურაბ ნადირაძე რომ მკვლელია, ეს იყო პირველი წამებიდანვე ცნობილი და არასდროს არავის ამაში ეჭვი არ შეპარვია მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი მოხდა ბევრი მოწმის თანდასწრებით და არ აქვს მნიშვნელობა უნამუსო მკვლელი ზურაბ ნადირაძე აღარებს თუ არა!

სალომე ზურაბიშვილი, , რა ხდება ადმინისტრაციაში, ვინ მოამზადა ეს საქმეები, მით უმეტეს ასეთი გახმაურებული დამნაშავეების შეწყალებით, ვინ მოგიწყოთ ეს საბოტაჟი, თუ დავიჯერო, თქვენი ინიციატივა იყო მათი შეწყალება?!

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...