ძალიან კომიკურ მდგომაროებაში აღმოჩნდება ხალვაში თავისი “მოდერნიზებული” “რუსთავი2”-ით – ბაკურ სვანიძე

1782
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
MULTIMEDIA.GE- გიორგი ლაღიძე

ახალი “რუსთავი 2, ძველი და ახალი სახეებით და არხზე მიმდინარე საკადრო პოლიტიკა, რომელიც საზოგადოების კრიტიკის საგნად იქცა, რა ნიშა შეიძლება დაიკავოს “რუსთავი2”-მა მედია ბაზარზე და გაუწევს თუ არა კონკურენციას “მთავარ არხს”, რომლის სახეებიც სწორედ ყოფილი “რუსთავი2”-ელები არიან. ამ და სხვა საკითხებზე ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე გვესაუბრება, რომელიც წლების წინ “რუსთავი2”-ის გასართობი მიმართულების პროდიუსერი იყო.

– როგორ შეაფასებთ ახალ “რუსთავი2”-ში მიმდინარე პროცესებს, გვახსოვს თქვენი კრიტიკული პოსტები ქიბარ ხალვაშის მიმართ, რომელსაც საკადრო პოლიტიკა დაუწუნეთ, რატომ?

მხოლოდ ჩემი პოსტები გახსოვთ? ვინმე არსებობს ვინც ქიბარ ხალვაშს საკადრო პოლიტიკა არ დაუწუნა? ან აქვს ქიბარ ხალვაშს საკადრო პოლიტიკა? რუსთავი2-ს დღეს თავისუფლად შეიძლება დავარქვათ კოაბიტაცია2

– იმ ფონზე, როდესაც “რუსთავი2”-ის ყოფილმა სახეებმა და მმართველებმა ახალი ტელევიზია უკვე ეთერში გაუშვეს და მათი აუდიტორია ფაქტობრივად სრულად მობილიზდა ამ არხზე, როგორ ხედავთ განახლებულ “რუსთავი2”-ს და მის აუდიტორიას, შეძლებს ის კონკურენციის გაწევას “მთავარი არხი”-სთვის? და რა ნიშა შეიძლება დაიკავოს სატელევიზიო ბაზარზე?

ზოგადად ვერაფრის კონკურენციას ვერ შეძლებს ასეთი “რუსთავი2”. ნიკა გვარამიამ წაიყვანა ვინც ჭირდებოდა და ფაქტობრივად ბალასტი დატოვა მანდ. ეს ბალასტი “ახიკა” ქიბარ ხალვაშმა და უხარია

– დასაწყისში ახსენეთ კოაბიტაცია 2, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ თქვენი აზრი საკადრო პოლიტიკაზე და იმ ადამიანებზე, ვინც ერთგვარი გამწევი ძალა უნდა იყოს არხისთვის, როგორც ვიცით არცთუ კარგი აზრის ხართ ამ ადამიანებზე, რატომ?

არასოდეს ვყოფილვარ კარგი აზრის არავისზე, ვინც მხარს უჭერდა მანიაკებს, ადამიანების მწამებლებს და სადისტებს, შესაბამისად ვერც მაქედან წასულ და ვერც მანდ დარჩენილ ადამიანებზე კარგი აზრის ვერ ვიქნები

– მას შემდეგ, რაც ახალი არხი შექმნა ნიკა გვარამიამ და ფაქტობრივად ლიდერის პოზიცია წაართვა “რუსთავი2”-ს, ხალვაშისთვის ერთგვარ მძიმე ტვირთად ხომ არ იქცა ამხელა კომპანიის შენახვა?

ძალიან კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხალვაში თავისი “მოდერნიზებული” “რუსთავი2”-ით. ამას უკვე ცირკიც აღარ ჰქვია, როდესაც “ნაცებისგან გათავისუფლებულ” არხზე სამუშაოდ პირადად ვანო მერაბიშვილის კადრი ხათუნა ბერძენიშვილი მიგყავს.

-თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული საკადრო პოლიტიკა, რა ზომებს მიიღებდით?

გავყრიდი მანიაკების ყველა მხარდამჭერს და მოვიყვანდი იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე არ იკადრა მანიაკებთან თანამშრომლობა და შეინარჩუნა ღირსება, მერე ამ ადამიანებთან ერთად დავჯდებოდი და მოვიფიქრებდი როგორი არხი გვენდომებოდა. ღირსება ყველაზე დიდი პროფესიონალიზმია.

– 25 სექტემბრიდან კურიერი ბრუნდება, როგორი მოლოდინები გაქვთ?

ჩვეულებრივი საინფორმაციო გამოშვება იქნება, განსაკუთრებული მოლოდინები არ მაქვს.

– და ბოლოს, გამორიცხავთ თუ არა ქიბარ ხალვაშთან თანამშრომლობას?

კი, უკვე გამოვრიცხავ. აქამდე არ გამოვრიცხავდი, მაგრამ მე ჩემ პრინციპებს არასოდეს გადავუხვევ. კაცი, რომელმაც არხზე დატოვა მალხაზიშვილ-არაბიძე-ანდღულაძე-ბიჭიკაშვილი, მაია ასათიანი, დააბრუნა ნინო შუბლაძე და მიიწვია ხათუნა ბერძენიშვილი – ან შტერია ან უპრინციპო გოიმი… ასეთ ადამიანთან არასოდეს აღარ ვითანამშრომლებ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...