“რუსთავი2”-ის დამფუძნებლები ტელევიზიის დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებენ

153
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“რუსთავი2”-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელევიზიის დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებენ, მათი თქმით, არხი მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა და ისინი აუცილებლად გაათავისუფლებენ არხს მისი მმართველობისგან. დავით დვალის თქმით, მაქსიმუმ 10 დღეში საზოგადოებას მნიშვნელოვან სიახლეებს და სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

“ის, რაც “რუსთავი2”-ში მოხდა, ვითომ სამართლებრივი გზით, ფაქტობრივად, ტელევიზია  ხელში ჩაიგდო ბიძინა ივანიშვილმა, ეს არის სერიოზული დარტყმა სიტყვის თავისუფლებაზე, რადგან ნომერ პირველი ტელევიზია დღეს კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან. რაც ეხება ჩვენ გეგმებს, უახლოეს ხანში, ჩვენ წარვდგებით გეგმებით, ვიწყებთ სერიოზულ ბრძოლას და მინდა გითხრათ, რომ “რუსთავი2″ გათავისუფლდება ბიძინა ივანიშვილის მმართველობიდან და მერე გათავისუფლდება მთელი ქვეყანა. მაქსიმუმ 10 დღის ფარგლებში საზოგადოებას სერიოზულ სიახლეს გავაცნობთ”- განაცხადა დავით დვალმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...