პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებულიც აღმოჩნდა

192
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებულიც აღმოჩნდა, ამის შესახებ ინფორმაცია “იმედის კვირამ” გაავრცელა, რომელმაც სიაც მოიპოვა.

როგორც რეპორტაჟის ავტორმა განმარტა, მსჯავრდებული გასამართლებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ა ქვეპუნქტით, რაც 16 დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, მისივე ცნობით, შეწყალების გარდა, პრეზიდენტმა მას პირობითი სასჯელის ვადაც შეუმცირა, ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ყოფილ მსჯავრდებულს საპროცესო გარიგება ჰქონდა გაფორმებული.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...