ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გვითხრა, ამას ხათუნა ბერძენიშვილი გვავალებდაო – გიორგი ფოფხაძე კურიერის პროდიუსერის წინააღმდეგ

453
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ხათუნა ბერძენიშვილი მოიყვანა ლალიაშვილმა, ნაცვლიშვილმა და ამ ხალხმა, ვინც ბიძინას ყურში ჩამჩურჩულებლად ითვლებიან” – განაცხადა ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ “ობიექტივი”-ს ეთერში ჩართვისას. მისთვის საკვირველია, რატომ დანიშნეს ის კურიერის პროდიუსერად იმ ფონზე, როდესაც ქიბარ ხალვაშმა თქვა, თითქოს არხი გათავისუფლდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობიდან.

გიორგი ფოფხაძე იხსენებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს, როდესაც ირმა ინაშვილი მასთან ერთად ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა.

“ხათუნა ბერძენიშვილის დავალებით, ჩვენ, ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, მე, მერაბ ჭიქაშვილს და ირმა ინაშვილს დაგვდევდა და სურათებს გვიღებდა, მერე გვითხრა, რომ ამას ხათუნა ბერძენიშვილი გვავალებდაო” – განაცხადა ფოფხაძემ.

“შეგახსენებთ, “რუსთავი2”-ის განახლებული კურიერის პროდიუსერად ხათუნა ბერძენიშვილი დაინიშნა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს საზ.მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როდესაც თბილისის მერი ჯერ კიდევ გიგი უგულავა იყო, კრწანისის რაიონის გამგებლად დაინიშნა, მოგვიანებით პარტია “ევროპული საქართველო”-ს პრეს-სამსახურს ხელმძღვანელობდა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...