15 წლის შემდეგ “რუსთავი2”-ზე ღამის კურიერი ბრუნდება

702
წაკითხვა/ნახვა
60089263412243197529
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

15 წლიანი პაუზის შემდეგ “რუსთავი2”-ზე ღამის კურიერი ბრუნდება, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში გადიოდა, მისი წამყვანები კი გიორგი სანაია, ეკა ბერიძე, ნინო ქაჯაია და ნატა ამაღლობელი იყვნენ.

მოგვიანებით, გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ, გადაცემის ფორმატი შეიცვალა და მას მხოლოდ ეკა ხოფერია უძღვებოდა, 2004 წელს კი აკაკი გოგიჩაიშვილი და ნათია ზამბახიძე, ამის შემდეგ გადაცემა დაიხურა.

როდიდან და რა ფორმატით გავა “ღამის კურიერი” ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა “რუსთავი2”-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი იმნაიშვილი ადასტურებს, რომ გადაცემა ეთერში აუცილებლად დაბრუნდება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE