კურიერის ახალი და ძველი სახეები

286
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

განახლებული კურიერი 25 სექტემბრიდან გავიდა ეთერში, რომლის მთავარი გამოშვებაც 13 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ნათია ლაზაშვილს მიჰყავს. დღის საინფორმაციო გამოშვებას “იბერიის” ყოფილი წამყვანი თამარ ურუშაძე და კურიერის რეპორტიორი დავით დვალიშვილი უძღვებიან. დილის გამოშვება არხის ძველ სახეს, ანუკა ქინქლაძეს მიჰყავს. 

ნათია ლაზაშვილი “რუსთავი2”-ის დაფუძნების დღიდან იყო კურიერის წამყვანი, რომლის მეწყვილეც ნიკა ტაბატაძე იყო, თუმცა 2006 წელს, პროტესტის ნიშნად რამდენიმე კოლეგასთან ერთად დატოვა არხი, 2012 წელს კი განახლებული მეცხრე არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო, მაგრამ მხოლოდ 8 თვით.

ანუკა ქინქლაძეს თავდაპირველად მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა, საუბარია ძველ მეცხრე არხზე,  რომლის დახურვის შემდეგ ის “რუსთავი2”-ში გადავიდა და მას შემდეგ აგრძელებს მუშაობას.

თამარ ურუშაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის რეპორტიორი იყო, არქივში ინახება კადრები აგვისტოს ომიდან, როდესაც ურუშაძე პირდაპირ ეთერში რუსული მხარის სნაიპერმა მკლავში დაჭრა. მოგვიანებით თამარ ურუშაძე ტელეკომპანია იბერიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო.

დავით დვალიშვილი კურიერის ახალ თანამშრომლად ითვლება, ის ნიკა გვარამიას დირექტორობის დროს გახდა ტელევიზიის გუნდის წევრი და აგრძელებს ამავე არხზე მუშაობას.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...