არც მე მომწონს ეს ჩამოფხრეწილი ჩაცმულობა, ინტელიგენტი ხალხი ასე არ დადის – ქეთევან კიკნაძე

192
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მსახიობ ქეთევან კიკნაძის მოსაზრება ე.წ დახეული ჯინსების მოდაზე.

“დახეული ჯინსების მოდა ამერიკიდან წამოვიდა, ახალგაზრდობას, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ ოჯახში და უთანხმოება ჰქონდათ პირველ რიგში მშობლებთან, ქუჩაში გავიდნენ, ერთმანეთთან გამოძებნეს საერთო ენა. ათევდნენ ქუჩაში, იყვნენ ჩამომსხდარი კიბეებზე, ასფალტზე მუდმივი ჯდომით და წამოწოლით , გადაექექათ შარვლები, დადიოდნენ ასე ჩამოფხრეწილები, ხალხმა ეს აღიქვა , როგორც მოდა და ასე გავრცელდა ეს მოდა.

ერთხელ ჩემი შვილი და შვილიშვილი გიგას მიუსხდნენ საწოლთან, ქეთის ჩამოფხრეწილი ჯინსი ეცვა, როდესაც გავიდა, გიგამ უთხრა ჩემ შვილ  ნანას, მოგცემ ფულს და ქეთის ახალი შარვალი უყიდეო, ნანას გაეცინა, მამა ახლა ასეთი მოდააო.

დახეული შარვლით დადიან, ჰიპები, ასე ეწოდებათ მათ, ისინი ცუდი ყოფაქცევის ახალგაზრდები არ არიან, უბრალოდ,  მშობლებზე განაწყენებული ხალხია, მათ განათლებაც აქვთ და აღზრდაც და უპატივცემულოდ არ ექცევიან. სამწუხაროდ არც მე მომწონს ეს ჩამოფხრეწილი ჩაცმულობა, ინტელიგენტი ხალხი ასე არ დადის.” – წერს ქეთევან კიკნაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...