პრეზიდენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

115
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ცვლილებებს საქართველოს კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.

ცვლილებების მიზანია გაზარდოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტიანობა, აღმოფხვრას არსებული ხარვეზები და ხელი შეუწყოს პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომის დამკვიდრებას. პრეზიდენტმა შესაბამის კანონში და თანმდევ კანონებში ცვლილებებს ხელი 1 ოქტომბერს მოაწერა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...