ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში

107
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში,  ქალაქ ბათუმში. ნატო-საქართველოს კომისიის გაიმართა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ალიანსის ღია კარის პოლიტიკასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს წვლილზე. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში პრაქტიკული თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების გზებზეც იმსჯელეს.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენ წვლილს ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებაში. თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ჩვენ მისიებში ავღანეთში, რაც გვაძლევს საშუალებას ვებრძოლოთ ტერორისტების თავშესაფარს და ავღანეთში შევქმნათ პირობები მშვიდობისთვის“, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მონაწილეობა ნატოს რეაგირების ძალებში და ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობა. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით საქართველოს მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს უახლოესი პარტნიორია.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო (NAC) საქართველოში მეხუთედ იმყოფება. საბჭოს წევრები ადგილზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...