5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

387
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ვერძი – უამრავი საქმე და ვალდებულება გაქვთ შესასრულებელი, მაგრამ ახალი პროექტების დაწყებასაც შეძლებთ. ყური დაუგდეთ მეგობრების რჩევას. ზოგიერთს საინტერესო აღმოჩენები გელით.

კურო – ზოგჯერ რუტინული საქმეების შესრულება კომფორტის შეგრძნება გიქმნით. მოთმინებით აღიჭურვეთ, ცოტა ხანში ისევ მზად იქნებით ექსპერიმენტებისთვის.

ტყუპი – შეიძლება დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ადრე მეგობრობა ან რომანი გაკავშირებდათ. ერთად საოცრად კარგ საქმეს გააკეთებთ, თუ ხვდებით, რომ მის გვერდით ფრთები გამოგესხათ, ნუღარც მიატოვებთ.

კირჩხიბი – შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა ყოველთვის მოგიტანთ შედეგს. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად, ძალები მოიკრიბეთ და ამოქმედდით.

ლომი – დღეს მიხვდებით, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. ერთგული მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ფინანსური პრობლემების გამო შეიძლება სასურველი ნივთები ვერ შეიძინოთ და ნუ დანაღვლიანდებით.

ქალწული – გარშემო მყოფებთან აქტიურად თანამშრომლობის დღეა. თქვენს პარტნიორად შეიძლება თქვენი მეგობარი გახდეს. კარგი დღეა ძიებისა და ინიციატივის გამოხატვისთვის.

სასწორი – დღეს უნდა დაისვენოთ, ძალები მოიკრიბოთ. სასურველია, ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

მორიელი – სანამ გულხელდაკრეფილი იჯდებით არაფერი გამოგივათ. თუ რამის მიღწევა გსურთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. სურვილი გაგიჩნდებათ ვიღაცას ანონიმური საჩუქარი გაუკეთოთ.

მშვილდოსანი – საინტერესო ადამიანებთან თანამშრომლობა სასიამოვნო შედეგსაც მოგიტანთ და განწყობასაც გაგიუმჯობესებთ. სასიამოვნო ცვლილებების დროა და მზად უნდა იყოთ.

თხის რქა
 – მოკრძალებული იერის მიუხედავად გარშემო მყოფებზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენთ. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ დიპლომატია, მოერიდეთ კრიტიკას გარშემო მყოფების მიმართ.

მერწყული – უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, სამსახურშიც და სახლშიც და საღამოს აღმოაჩენთ, რომ ყველაფერს იდეალურად გაუმკლავდით. მთავარია, გართობაზე არ მოცდეთ.

თევზები – იყავით მეტად აქტიური. ურთიერთობები კონფლიქტისა და დრამის გარეშე მოაგვარეთ. ახლობლები იზრუნებენ, რომ შინ ჰარმონიული და მშვიდი გარემო შეგიქმნან.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...