ევროპული საქართველო და ნაც.მოძრაობა, ამის შემდეგ კიდევ იტყვით, რომ თქვენთვის ადამიანი მნიშვნელოვანია? – დავით ჩიხელიძე

650
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ჩიხელიძე – “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი


გუშინ “ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” საინტერესო განცხადება გააკეთეს, როგორც ისინი ამბობენ, საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ.

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს ბატონებო! წინასაარჩვენოდ გაჰყვირით, რომ პენსიამ უნდა მოიმატოს, ამით შეცდომაში შეგყავთ ამომრჩეველი, პირდაპირ ვთქვათ ატყუებთ ამომრჩეველს და ცდილობთ როგორმე ორი ხმა მოიპოვოთ, ამ დროს კი მხარს არ უჭერთ კანონპროექტს, რომელიც 900 000 პენსიონერისთვის პენსიის ზრდას ითვალისწინებს.

ეს ლუსტრაცია არის? ანუ ირიბად აღიარებთ, რომ თქვენ პენსიონერის კეთილდღეობა კი არა, არამედ საკუთარი სკამები გაინტერესებთ, თუ თქვენი პოზიცია რას მივაწეროთ?

გვაქვს ბიუჯეტი, რომელიც საქართველოს რელობისთვის გარღვევა არის, იზრდება ათიათასობით ადამიანის შრომის ანაზღაურება, იზრდება პენსია და თქვენ მას არ ეთანხმებით? უკაცრავად და თქვენ პარლამენტში რა გინდათ? ამის შემდეგ კიდევ იტყვით, რომ თქვენთვის ადამიანი მნიშვნელოვანია? თქვით ამას არავინ დაგიშლით, მაგრამ არავინ დაგიჯერებთ, რადგან უკვე დიდი ხანია თქვენი საქმე და სიტყვა ორი სხვადასხვა მოცემულობა გახდა, აი ნათელი მაგალითი, სიტყვით პენსიონერი ცაში აგყავთ, საქმით კა მათთვის პენსიის ზრდას ეწინააღმდეგებით! სამარცხვინოა!

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...