უსაქმური ბოროტმოქმედები იკვლევენ იმას, თუ ვის აკოცა პირველად, როგორი სექსუალური გამოცდილება აქვს, რამდენი შეყვარებული ჰყოლია

304
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ყველაზე ამაზრზენია, როდესაც გოგოს ცხოვრების ქექვას იწყებენ. მთელი დღეა ვკითხულობ ტექსტებს თამთა თოდაძის შესახებ.” – წერს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში, რომელიც დეპუტატის თანაშემწის მიერ, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

“უსაქმური ბოროტმოქმედები იკვლევენ იმას, თუ ვის აკოცა პირველად, როგორი სექსუალური გამოცდილება აქვს, რამდენი შეყვარებული ჰყოლია, რომელს რა ფორმით დასცილდა, როგორია მისი კაბების საშუალო სიგრძე, ქუსლის სიმაღლე…

შემდეგ გამოკვლევის შედეგებს აზვიადებენ, ასხვაფერებენ, კუდებს აბამენ, ჭორებს უმატებენ… ბოლოს კი სხვის განკითხვას იწყებენ, ლანძღავენ, “საბაბი მისცაო” დაყრანტალებენ … საჯაროდ მატყუარას, შეშლილს, ცილისმწამებელს უწოდებენ, ფარულად კი გარიგებას სთავაზობენ სარჩელის გამოსატანად. ამ ყველაფერს კადრულობენ მხოლოდ იმიტომ, რომ “სავარაუდო მოძალადის” პარტია ხელისუფლებაშია.

მოკლედ, ძალაუფლების ცენტრისადმი ერთგულებას გოგოს განადგურებით, მისი პიროვნების გათელვით, ფეხქვეშ გაგდებით ცდილობენ!!! არ უნდა მივცეთ სულით მეძავებს ქალის ღირსების დაუნდობლად შელახვის უფლება!კატარინა ბლუმის შელახული ღირსება აქვე, ისანშია გადასარჩენი!” – წერს ლევან ლორთქიფანიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...