გიორგი მშვენიერაძე აღიარებს, რომ კახა კალაძის მეუღლესთან დაკავშირებით უტაქტო შედარება მოიყვანა

2412
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”  ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე “მთავარი არხი:-ს ეთერში, კახა კალაძის ტმეუღლესთან დაკავშირებით შედარებას, მისი მხრიდან უტაქტობად მიიჩნევს.

“გუშინ, როდესაც “მთავარ არხზე” თამთა თოდაძის საქმეზე ვმსჯელობდით, იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ შერჩევითად მოქმედებს სახელმწიფო აპარატი და გამოძიება, როცა მსხვერპლი რიგითი ადამიანია და არ ყავს ძლიერი ზურგი, ვთქვი რომ აბსოლუტურად სხვაგვარად მოიქცეოდა სახელმწიფო, მსხვერპლი ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაახლოებული პირი რომ ყოფილიყო (მივუთითე სახელი და გვარი (ანუკი არეშიძე – კახა კალაძის მეუღლე)

ამ შედარებას რამდენიმე ჩემი აქაური მეგობრის კრიტიკა (და ვფიქრობ სამართლიანიც) მოყოლია. ადამიანები ხანდახან კარგი რამის სათქმელად ცუდ მაგალითებს ვიყენებთ და ასე იყო ამ შემთხვევაშიც. ამიტომ ვთვლი რომ გუშინდელ ეთერში ჩემს მიერ გამოყენებული ეს შედარება, რბილად რომ ვთქვა, იყო უტაქტობა.” – წერს გიორგი მშვენიერაძე ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...