8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

461
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ვერძი – პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. საყვარელი ადამიანის ახალ გასართობს მშვიდად შეხვდით. შეიძლება დამოკიდებულება შეგეცვალოთ გარშემო მყოფების მიმართაც.

კურო – მოურიდებლად გამოვლინეთ თქვენი ნიჭი. წარმატებებით მეგობრები გაახარეთ. იყავით წარმატებაზე ორიენტირებული და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მოშურნეების აზრს.

ტყუპი – ბოლო დროს თქვენი ცხოვრების ბურუსითაა გარემოცული და თავადაც უხერხულად გრძნობთ თავს. დღეიდან სიტუაცია განეიტრალდება და თქვენც შვებით ამოისუნთქავთ.

კირჩხიბი – თუ გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ, მეგობრებისა და ნაესავების დახმარების იმედი გქონდეთ. ისინი სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებიან.

ლომი – დილა რთული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას წვრილმანების გამო. გაგუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.

ქალწული – მოერიდეთ რთულ ადამიანებთან პარტნიორობას. კოლეგებთან ერთად შეთახმებულად იმოქმედეთ. დაძაბული დღის შემდეგ სიმშვიდე და გამოძინება მოგინდებათ.

სასწორი – ვერავისგან მიიღებთ იმ დახმარებას, რაც გჭირდებათ. უმჯობესია, საკუთარ თავს თავად უშველოთ. ნუ ჩაერთვებით ისეთ საქმეებში რაც არ გსიამოვნებთ.

მორიელი – დილა მსუბუქი საქმეების შესრულებსა დაუთმეთ; საღამო – რთულის. გვიანობამდე შრომა მოგიწევთ და შეიძლება საყვარელმა ადამიანმა უყურადღებობაში დაგადანაშაულოთ.

მშვილდოსანი – არაფერი რთული დღეს არ დაგეგმოთ. იყავით მშვიდი და გულისხმიერი ახლობლების მიმართ. გული მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გადაუშალეთ.

თხის რქა
 – დღეს იმაზე მეტ გამარჯვებას მიაღწევთ, ვიდრე გეგონათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. მეტად გამოავლინეთ გამომგონებლობა.

მერწყული – დილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ. მოერიდეთ სტრესულ სამუშაოს და ადამიანებს, რომლებიც ნერვებს გიშლიან. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

თევზები – თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, გადაამოწმეთ. ნუ მოგერიდებათ და იკითხეთ, რაც გაინტერესებთ. საბედნიეროდ, ყველა ვარაუდი მალევე გაიფანტება. იყავით მიზნამიმართული გამარჯვებსა და წინსვლაზე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...