აი, ამას “მიაღწია” “ქართულმა ოცნებამ”- ირმა ინაშვილი

192
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ირმა ინაშვილი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი


მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენის პროცესში კარგად ჩანს ვითარების მთელი აბსურდულობაც, ტრაგიკულობაც, ზოგადად, უსამართლობა და უწესობა. კანდიდატებს შეკითხვებს უსვამენ იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც 2004-2012 წლებში ჩვენს ქვეყანაში ჩამოაყალიბეს ძალადობაზე დაფუძნებული, სასტიკი რეჟიმი.

მოსამართლეობის კანდიდატთა დიდი ნაწილი იმ რეჟიმის ინსტრუმენტი იყო და მათდამი ნდობა საერთოდ არ არსებობს. მეორე ანომალია ისაა, რომ ვიმეორებ: თავად ძალადობრივი სისტემის შემქმნელები სვამენ კითხვებს.

აი, ამას “მიაღწია” “ქართულმა ოცნებამ”, ესაა მისი 7 წლიანი მმართველობის მთავარი “წარმატება”- განურჩევლობა და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება, რაც ასევე, დანაშაულია, სხვათა შორის.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...