არავისთან არ ვაპირებთ ვაჭრობას, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში – TV “პირველი”-ს დამფუძნებელი

117
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეკომპანია “პირველი”-ს დამფუძნებელ ვატო წერეთლის განცხადებით, ტელევიზიის სანაცვლოდ ხელისუფლებასთან ვაჭრობას არ აპირებენ  და წავლენ ციხეში. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განაცხადა, სადაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელშიც ვატო წერეთლი მამის, ბიზნესმენ ავთო წერეთლის გვარიც ფიგურირებს.

“არავისთან არ ვაპირებთ ვაჭრობას, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში, ტელევიზია შეინარჩუნებს იმ სახეს, როგორიც აქვს დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ.  ეს ყველაფერი ხდება 2020 წლის არჩევნებისთვის, მხოლოდ ხელისუფლებას არ აწყობს კრიტიკული მედია” – განაცხადა ვატო წერეთელმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...