ეს არის ინსტიტუტებზე შურისძიება – გიორგი მარგველაშვილს დაცვა მოეხსნება

279
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ყოფილ პრეზიდენტებს სახელმწიფო დაცვა მოესხნება, პირველი, ვისაც ახალი რეგულაცია შეეხება  მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს არის შურისძიება ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.

როგორც მან “მთავართან” ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი არაფრად მიიჩნევს არც პრეზიდენტის და არც პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს.

“ეს არის ინსტიტუტებზე შურისძიება, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჩემზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ყოფილი ან მოქმედი პრეზიდენტი არავინ არ არის, საერთოდ პრეზიდენტის ინსტიტუტი არავინ არ არის, არც პრემიერ-მინისტრია არავინ ამ ქვეყანაში, ამ ყველაფრის იდეოლოგიზაცია ხდება” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ უსაფრთხოების კუთხით, მას ნამდვილად არ ემუქრება საფრთხე, რადგან საზოგადოებიდან დადებით განწყობას გრძნობს.

რეგლამენტში ცვლილების ინიციატორი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა, მან მედიასთან განმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ან პარლამენტის თავმჯდომარისთვის 4 წლის ვადით დაცვის გამოყოფა არის ზედმეტი.

“მე ვიყავი ამის ინიციატორი, მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია პარლამენტის ყოფილი თავმჯომარისთვის 4 წლით დაცვის დატოვება და იგივეს ვიტყვი პრეზიდენტზე” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ცვლილების მიხედვით, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პრეზიდენტიც და პარლამენტის თავმჯდომარეც მხოლოდ 1 წლის განმავლობაში ისარგებლებენ სახელმწიფო დაცვით.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE