მინდა, კიდევ ერთხელ ყველას საყურადღებოდ ვთქვა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მზად არის ავიაფრენების აღსადგენად

240
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

“მინდა კიდევ ერთხელ ყველას საყურადღებოდ ვთქვა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მზად არის ავიაფრენების აღსადგენად. გუშინ გახმოვანებული განცხადება ფრენების ტექნიკური მომზადების შესახებ კიდევ ერთი გზავნილი იყო. ‘– ამის შესახებ ნინო ბურჯანაძე აცხადებს.

“გასული კვირის განმავლობაში მოსკოვში, შეხვედრები გავმართე როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე ხაზი გავუსვი ამ საკითხის მნიშვნელობას რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოსვლისას.

მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ხელისუფლებაში, მაწუხებს ჩვენი ეკონომიკის და ხალხის მდგომარეობა და ჩემის მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებ პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა აშკარად ვხედავ ხელისუფლების გაუბედავობას და უუნარობას გადადგას ადექვატური ნაბიჯი ამ მიმართულებით. მერწმუნეთ, პატივცემულო ხელისუფლებავ, გარდა რადიკალური ოპოზიციისა ვერავინ დაგძრახავთ ფრენების აღდგენისთვის გადადგმული ნაბიჯის გამო.არც არავინ თქვენგან მოსკოვში არანაირ დათმობას ამისთვის არ ითხოვს!

ითხოვენ ნორმალურ, სიტუაციის ადექვატურ განცხადებას და საქართველოს მხრიდან დაინტერესების გამოხატვას! გადადგით ეს ნაბიჯი! ეს ჭირდება ხალხს და ქართულ ეკონომიკას!

საფუძველი მომზადებულია: ახლა თქვენი ერთი ნაბიჯი საკმარისი იქნება ამ საკითხის უსწრაფესად მოსაგვარებლად!” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE