შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება – გიორგი გახარია

122
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

რამდენიმე საათის წინ შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონი დაიწვა. მომხდარიდან ცოტა ხანში კი პრემიერმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ  ახალი სკოლა აშენდება, რასაც მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

“შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება. სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE