ვინც მე მცემთ პატივს, მარიამ კუბლაშვილს ნუ გალანძღავთ, საკმარისია უკვე – მალხაზ მაჩალიკაშვილი

496
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოხმაურება ადვოკატ მარიამ კუბლაშვილთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს, რის გამოც ბოლო პერიოდში დამცირებისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა.

“ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება კომენტარებში კუბლაშვილის წინაღმდეგ მწვავე კრიტიკა მაჩალიკაშვილი საქმეზე, ამას მე და მარიამი გავარკვევთ. პირველ რიგში თუ ვინმე არის წინააღმდეგი ქალზე ძალადობის, ეს მე ვიქნები და მეორე, არც მას მივესალმები თუ უდანაშაულოდ მამაკაცის ღირსებას ეხებიან. 

რაც შეეხება მარიამ კუბლაშვილს და ჩემ საქმეს, ის ადვოკატია, მარიამმა ბევრი გაკეთა და აკეთებს მისი დედა და მე ბიძაშვილები ვართ, ადვოკატის საქმე კლიენტის დაცვაა, ყველა ნებისმიერი ადვოკატი ასე მოიქცევოდა, ის თავის კლიენტში დარწმუნებულია, ასე თუ ისე გაირკვევა ეს ამბავი, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, ვინც მე მცემთ პატივს, მაგ გოგოს ნუ გალანძღავთ, საკმარისია უკვე” – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE