19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

96
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ვერძი – გარშემო უამრავი საინტერესო ხდება, დღეს უნდა შეეცადოთ, ყველაფერი მოასწროთ. ვალდებულებები ახლობლებს გადააბარეთ და თავად იმხიარულეთ.

კურო – იმდენი საქმე გაქვთ დღეს შესასრულებელი, რომ მოსაწყენად ვერ მოიცლით. ეცადეთ, რასაც აკეთებთ, ხარისხიანად გააკეთოთ. საიდუმლოებებს ყველას ნუ გაუმხელთ.

ტყუპი – როგორც წესი, ადამიანები ყოველთვის არ აკეთებენ იმას, რაც თქვენ გსურთ. ნუ დაკარგავთ დროს არაფრისმომცემ საქმეებზე, უაზრო ადამიანებზე. განვითარებას მხოლოდ ღირსეულების გვერდით შეძლებთ.

კირჩხიბი – თუ დღეს გავლენიან ადამიანთან სიტუაცია დაგეძაბებათ, ეცადეთ, ღირსეულად გეჭიროთ თავი და მშვიდად აუხსნათ სიტუაცია. მტყუანი რომც აღმოჩნდეთ, მისგან პატივისცემას მაინც დაიმსახურებთ.

ლომი – სანამ სხვები ღრუბლებში დაფრინავენ, თქვენ გეგმაც უნდა დააწყოთ და განახორცილოთ კიდეც. გარშემო მყოფების დახმარება და სიურპრიზები გელით.

ქალწული – გარშემო მყოფების დამხმარე და მშველელი ხართ. დღეს ბევრს დაეხმარებით სირთულეების დაძლევაშიც და განწყობის გაუმჯობესებაშიც.

სასწორი – შვიდად ყოფნას ვერ შეძლებთ, ბავშვობაში ვისაც იცნობდით ისინიც კი შეგეხმიანებიან. მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა და მისთვის გულის გადაშლა მოგიწევთ.

მორიელი – შეიძლება ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ეს თქვენ გსურთ. ზოგჯერ გარშემო მყოფები უნდა აიძულოთ, რომ რამე გააკეთონ. მხოლოდ ასე მიიღებთ სასურველს.

მშვილდოსანი – ახლობლებს ყვირილით ვერაფერს გააგებინებთ. მით უმეტეს ბავშვებს. იყავით მშვიდი და ყველას მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრეთ.

თხის რქა – გადატვირთული ხართ სამსახურის საქმეებითაც და სხვა ვალდებულებებითაც. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი დეტალი, თარიღები გავიწყდებათ. გადადეთ ყველა საქმე და დღევანდელი დღე საკუთარ თავს მიუძღვენით.

მერწყული – მოდუნებული ყოფნა კარგია, მაგრამ ისე ნუ მოიქცევით, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგოთ და მერე სხვისი გაფუჭებული საქმეების გამოსწორებამ თქვენ მოგიწიოთ.

თევზები – თქვენი განწყობა ამინდზე, გარშემო მყოფებზეა დამოკიდებული. იყავით მშვიდი, არ იკამათოთ. ყველას ყველაფერი გასაგებად აუხსენით, თუ იმსახურებენ, რა თქმა უნდა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE