გიორგი გახარიას პასუხი დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე

218
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

გიორგი გახარია რუსეთის პრემიერ-მინისტრის  განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რუსეთის პრემიერმა განაცხადა:  რუსეთი არის ატომური ქვეყანა და მათ შემოგარენში ნატო-ს ბაზების განთავსებას პოლიტიკური და სამხედრო გზით უპასუხებენ.

„ამის საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის ემუქრება.

ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას. განსაკუთრებით ეს პოზიცია ჩვენთვის აშკარაა და ღიაა, მისაღებია და გასაგებია ყველა ნორმალური ადამიანისთვის.

გორის რაიონიდან მაშინ რაც ხდება ატოცში, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისკენ და არც ერთ შემთხვევაში არავის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE