“პოლიტოლოგთა ასოციაცია” დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

822
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ვეფხვია გულედანი “საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე


“გვსურს გამოვეხმაუროთ ილია ჯიშკარიანის შესახებ გახმაურებულ საქმეს, რომელზეც მიმდინარეობს მოკვლევა, გაუგებარია საზოგადოების ამხელა აგრესია იმ დროს,როცა პირის ბრალეულობა არ დადგენილა, თუმცა მეტად გამაღიზიანებელი და არა მართლზომიერია არასამთავრობო სექტორის ისტერიული ბულინგი აღნიშნულის მიმართ , რასაკვირველია მიგვაჩნია, რომ ცხადია კანონის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ.

კანონი ყველას გვავალდებულებს დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. „უდანაშაულობის პრეზუმფცია“ რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპია. საყურადღებო და ყურადსაღებია გარემოება, რომ პიროვნების უკან დგას ოჯახი, ვისზეც აშკარად მიმდინარეობს ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა სოციალურ ქსელში.

მიგვაჩნია, რომ ეს ყოვლად დაუშვებელი და არა ჰუმანურია. ვთვლით, რომ ზოგადად ნებისმიერი საკითხის ცალმხრივად განსაზღვრა შეცდომაში შეგვიყვანს. თვალშისაცემია ის გარემოება რომ გოგონა,რომელიც ბრალს სდებს ილია ჯიშკარიანს ანალოგიურ ბრალდებას წარსულშიც უყენებს სხვა ფიზიკური პირის, რაც ასევე საზოგადოდ ცნობილი ფაქტია.

აღნიშნული ქმედების განმეორებადობა კითხვის ნიშნებს გოგონას პროვოკაციული ქმედების მიმართ უფრო აჩენს ვიდრე სხვა მიმართულებით. თუმცა რაიმეზე გადაჭრით საუბარი და მტკიცება გამოძიების საკითხად უფრო მიგვაჩნია ვიდრე ჩვენი ან საზოგადოების განხილვის საგნად (რაშიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გვეთანხმება).

ასევე პრაქტიკაში გვხვდება სასამართლო დავებში ბრალის გადაკვალიფიცირება,მაგალითად უახლოეს გახმაურებულ სასამართლო დავაში ბრალი გადაკვალიფიცირდა. საუბარია ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაზე (30.09.19) შესაბამისად უდანაშაულობის პრეზუმფციას ბევრი უფლებადამცველი უნდა გაეცნოს, ხოლო ეს უკანასკნელი თუ კარგად იციან, მაშინ საქმე გვაქვს მათი მხრიდან შეჩევით სამართალთან და არაპროფესიონალიზმთან.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE