“ლაშა ნაცვლიშვილის აღიარების შემდეგ, დაივიწყეთ დამნაშავეების დასჯა”

234
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ბლოგერი ლევან გობრონიძე მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის იმ აღიარებას ეხმიანება, რომელშიც ის ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები შეგნებულად არ მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რადგან ეს იყო დემოკრატიის კონსოლიდაცია.

“ლაშა ნაცვლიშვილმა, უტიფრად, თავხედურად შეაფურთხა საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილს, ვინც 2012 წლამდე და მის შემდეგ “ქართული ოცნებისგან” სამართლიანობის აღდგენას ელოდებოდა.  ლაშა ნაცვლიშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც არ დაიჭირეს ის მაღალჩინოსნები, ვიზეც კონკრეტული მტკიცებულებები არსებობდა. და ეს კაცი განსაზღვრავს დღეს ამ პარტიის საკონსულტაციო მიმართულებას? ეს კაცი დგას ხოლმე კრავის თვალებით ეკრანზე და მიშას სისხლიან 9 წელზე გვესაუბრება, როცა თავად ყოფილა ამ 9 წლის ხელის დამფარებელი და დემოკრატიის მანტიით ნიღბავს ამ ყველაფერს.

ლაშა ნაცვლიშვილის ამ აღიარებას “ქართული ოცნება” დიდის ამბით არეკლამებს ფეისბუქში და ფულს იხდის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. არ ვიცი ვინ ჰყავთ პიარში და ვინ ურჩია ამ სისულელის დაპიარება, როცა პირიქით, უნდა ცდილობდეთ რომ გადამალოთ მისი ეს სატელევიზიო გამოსვლა. რა გგონიათ, ხალხი ტაშს დაგიკრავთ და იტყვის, ყოჩაღ, აი დემოკრატები და სათნოები ხართო? 

ვინ მოგცათ უფლება ხაზინის ქურდს დანაშაული აპატიოთ? თან ამბობთ, რომ ამის მტკიცებულება გაგაჩნიათ, იბადება ეჭვი, რომ თქვენც იმ განავალში ხართ გასვრილი და ერთმანეთს ზელთ და ინაწილებთ ამ განავალს”

P.S   – ლაშა ნაცვლიშვილის აღიარების შემდეგ, დაივიწყეთ დამნაშავეების დასჯა- წერს ლევან გობრონიძე.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE