23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

103
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ვერძი – საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელით. კარგ შედეგს მოგიტანთ ახალგაცნობილებთან კონტაქტი და ახალი იდეების განხილვა-დაგეგმვა.

კურო – მეტად გაბედული უნდა იყოთ, თორემ გეგმებს ვერ განახორციელებთ. შეადგინეთ დღის განრიგი, იყავით დიპლომატიური და მეტად გააქტიურდით.

ტყუპი – შეიძლება ადამიანი, რომელიც მოგწონთ, ვერ ბედავს თქვენთან მოახლოებას. ამიტომ, თავად უნდა გადადგათ ნაბიჯი. იყავით მეტად მიზანმიმართული, როცა საქმე საქმეების მოგვარებას ეხება.

კირჩხიბი – ურთიერთობის, კონტაქტების დღეა. შეიძლება ძველ მეგობრებს, კოლეგებს შეხვდეთ და ახალი იდეები გაგიჩნდეთ, ახალი პროექტები დაგეგმოთ. კარგი დღეა სემინარებსა და კონფერენციებზე დასასწრებად.

ლომი – შეიძლება გარშემო სიტუაცია იდეალური არაა, მაგრამ გეგმის განხორციელებაზე უარს ნუ იტყვით. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. საღამოს დაუგეგმავი საყიდლები გელით.

ქალწული – მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას, კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. საღამოს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და საუბარი გელით.

სასწორი – ცვლილებების დღეა – სამსახურში, სასწავლებელში, სახლში, პირად ურთიერთობაში. შეიძლება “მამებისა და შვილების” კონფლიქტის მოგვარებამ მოგიწიოთ.

მორიელი – გეგმები შეიძლება უმნიშვნელო წვრილმანის გამო შეგეცვალოთ. გლობალური საკითხების მოგვარებისას ნურც დეტალებს დაივიწყებთ. ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებთ. ამიტომ ამის გამო თავს ნუ დაიტუქსავთ.

მშვილდოსანი – დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გექნებათ შესასრულებელი. აკონტროლეთ სიტუაცია და გარშემო მყოფები. უმჯობესია, გონიერ ადამიანებთან ერთად გაწევრდეთ და ერთად იმუშაოთ.

თხის რქა – ახალი პროექტები ქაოსს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა იჩინოს თავი. ეცადეთ, პოზიტიურად შეხედოთ მოვლენებს.

მერწყული – თქვენი საქმე საუკეთესოდ უნდა შეასრულოთ და არავის აინტერესებს, რამდენი ღამე გაათენეთ თეთრად. გაეჯიბრეთ მხოლოდ ღირსეულებს.

თევზები – გარშემო მყოფები თქვენით დაინტერესდებიან. საქმეები, რომელსაც დღეს დაგავალებენ, ჯერ კარგად გაიაზრეთ და მერე გააკეთეთ. იგივე ეხება თქმასა: ჯერ დაფიქრდით და მერე გაეცით გონივრული პასუხი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE