ძალიან მძიმე პირობებში მომიწია ცხოვრება – მანანა თოდაძე

215
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

80 -იან წლებში, როდესაც მომღერალი მანანა თოდაძე უკვე აღიარებული ვარსკვლავი იყო და ყველას ეგონა, რომ ის ფუფუნებაში ცხოვრობდა, სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. როგორც მან გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” სტუმრობისას აღნიშნა, გამოირა ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპი, როდესაც ვარსკვლავობის პერიოდში ნახევარსარდაფში ცხოვრობდა და შვილიც იქ გააჩინა.

“იმ პერიოდში ძალიან რთულად ვცხოვრობდით, დიდი წვალება გავიარე. ვარსკვლავი ვიყავი ცნობილი. შორიდან ხომ იცით როგორც ჩანს, მანანა თოდაძე, უმდიდრესი ქალი, ჩაცმული, დახურული და კარგი პირობები, მაგრამ სამწუხაროდ მე, ძალიან მძიმე პირობებში მომიწია ცხოვრება, ალბათ უფალმა დიდი გამოცდა ჩამიტარა და ასე იყო საჭირო ალბათ. ვცხოვრობდი ნახევარსარდაფში, ბინა არ გვქონდა, ძალიან ცუდი პირობები იყო და ფაქტობრივად იქ გავაჩინე ჩემი გოგო” – გაიხსენა მანანა თოდაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE