“ქუჩაში ამომივარდა ბარათი, ნიშანი რომ მოეცა, ფული მოხსნა”

334
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

დეა სულაშვილი – (FACEBOOK)


გიზიარებთ ერთ ფერად ამბავს. ქუჩაში ამომივარდა ბარათი. იმ საღამოსვე მოიხსნა 35 ცენტი ერთ-ერთ სუპერმარკეტში. იმდენად გამიკვირდა ასეთი მცირე თანხის მოჭრა, საკუთარ თავში ეჭვიც კი შევიტანე, ეგებ მე ვიყიდე რამე და არ მახსოვს მეთქი. მოკლედ, გადავრეკე ამ სუპერმარკეტის ცხელ ხაზზე და დამიდასტურეს, რომ მათ ჰქონდათ ჩემი ბარათი. მივედი ასაღებად და აღმოჩნდა, რომ ვიღაც კეთილმა ადამიანმა იპოვა და ნიშანი რომ მოეცა, სად მიმეკვლია, მაღაზიაში ფული მოხსნა. ბარათი გამყიდველს ჩააბარა 35 ცენტთან ერთად,  ასეთებიც ხდება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE