29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

469
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ვერძი – ფაქტებზე დაყრდნობით იხელმძღვანელეთ და ლოგიკური დასკვნები გამოიტანეთ. მოერიდეთ პესიმისტურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, გართობაზე ნაკლები უნდა იფიქროთ.

კურო – დღეს გარშემო მყოფებში ახალ ნიჭსა და პოტენციალს აღმოაჩენთ. ახალი იდეები თანამოაზრეებს გაუზიარეთ. მათი დახმარებაც დაგჭირდებათ. გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება.

ტყუპი – უკან არ დაიხიოთ, იყავით მეტად მიზნამიმართული. ნაკლები დრო დახარჯეთ გართობაზე და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. რთულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ.

კირჩხიბი – აცადეთ, გარშემო მყოფებსაც, რომ ისინიც გახდნენ პოპულარულები და მოიპოვონ პატივისცემა. მეგობრების მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. მხიარული წვეულება გელით.

ლომი – ნუ იქმნით ცუდ განწყობას, არ არსებობს სირთულე, რომელსაც თავს ვერ გაართმევთ. გაუფრთხილდით ფულს, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. ისინი შეიძლება ხარვეზიანი გამოდგეს.

ქალწული – უსიამოვნება მშვიდად მოაგვარეთ, არ გაამწვაოთ სიტუაცია, უმჯობესია, მოითმინოთ, ვიდრე გაიფუჭოთ ადამიანთან დამოკიდებულება. დრო მოვა და მიხვდება თავის შეცდომას.

სასწორი – შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ერთ ადგილზე გაიყინეთ და ვეღარ ვითარდებით. გადახედეთ მიტოვებულ საქმეებს. იქნებ, მათი დასრულების დრო დადგა?

მორიელი – გარშემო მყოფებზე დიდ გავლენას ახდენ. ისინი ყველა თქვენს მითითებას უსიტყვოდ შეასრულებენ. ახალდაწყებული ნაცნობობა შეიძლება თავბრუდამხვევ რომანში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი – გაფრთხილდით, აჩქარებით საქმეები არ გაიფუჭოთ. იყავით მეტად დაკვირვებული დეტალებისადმი. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად მშვიდად განიხილეთ.

თხის რქა 
– ახალი პროექტების დაწყება კარგია, მაგრამ ძველ შეცდომებს თუ არ გაითვალისწინებთ, არაფერი გამოგივათ. მოიმატებს გაურკვევლობა გარშემო მყოფებში.

მერწყული – საინტერესო ადამიანებთან იკონტაქტეთ და ლოგიკურად იმსჯელეთ. თუ წვეულების მოწყობას აპირებთ ან მგზავრობას, გადაამოწმეთ ყველა დეტალი და ნიუანსი.

თევზები – გაფრთხილდით, გაურკვევლობის გამო შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეთ. ნაკლები ემოცია გამოავლინეთ და მეტი დაკვირვებულობა. მოიწესრიგეთ გრძნობები. მშვიდად გაანალიზეთ მომხდარი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE