ძალიან კარგია, ,,ომეგა,, რომ ამუშავდა, მაგრამ ყველას აღადგენენ სამსახურში? – ინგა გრიგოლია

93
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია კომპანია “ომეგა ჯგუფი”-ს ამუშავებისა და ტელეკომპანია “იბერია”-ს თანამშრომლების შესახებ საუბრობს და კითხვას სვამს, აღადგენენ თუ არა სამსახურში ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, ვინც კრიზისულ დღეებში მის დასაცავად იბრძოდა.

“ძალიან კარგია, ,,ომეგა,, რომ ამუშავდა, რომ ქარხნის თანამშრომლები უსამსახუროდ არ დარჩებიან, მაგრამ ახლა ის მაინტერესებს, ვის მხრებზეც გადაიარა მთელმა ომმა -,,იბერიას,, მთელი ნიუსის შემადგენლობა რატომ აღმოჩნდა ქუჩაში და განსაკუთრებით მათი შეფი, ვახო ხუზმიაშვილი, რომელმაც მართლა წარმოუდგენელი ენერგია ჩადო ამ ტელევიზიაში და რომელიც საგანგებო ბრძანებით გაათავისუფლეს სამსახურიდან. 

უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და ქუჩაში რომ დარჩნენ ნიუსის ჟურნალისტები, ოპერატორები,მემონტაჟეები,მძღოლები, პლაკატებით ხელში რომ აპროტესტებდნენ ,,ომეგას ,, ამბებს აქციებზე, რა ეშველებათ? ყველას აღადგენენ ნეტა სამსახურში?”– კითხულობს ინგა გრიგოლია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE