დასხედით და რამე მოიფიქრეთ, თორემ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე – მანჩო გიორგობიანის საგანგებო მიმართვა

7111
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

სამოქალაქო აქტივისტ მანჩო გიორგობიანის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს და მთავრობის ცალკეულ ლიდერებს, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.

ბიძინაჩემო, ასჯერ ვთქვი და კიდევ გაგიმეორებ, ყოფილი ნაციონალი არ არსებობსმეთქი! სააკაშვილის რეჟიმს, წესად ჰქონდა, პირველ რიგში, ოპოზიციაზე და ცნობილ ადამიანებზე კი არა, ჯერ “თავისიანებზე” აგროვებდნენ კომპრომატებს, რომ მთელი ცხოვრება გამოჭერილი ჰყოლოდათ! ასე იქცეოდნენ მაგალითად ნაცისტი ბენდერები, თავიანთ ახალ წევრს განსაკუთრებული სისასტიკით მოაკვლევინებდნენ პოლონელის, ებრაელის, ან წითელარმიელის ცოლს, შვილს, ან მშობლებს და ამას აღბეჭდავდნენ ხოლმე ფირზე, ამიტომ იყო, რომ მერე, ვეღარავინ ტოვებდა მათ რიგებს.

იგივე მეთოდი ჰქონდა ზოგიერთ სპეც-სამსახურსაც, ახლა ნუ ჩამატარებინებ ისტორიის გაკვეთილებს, მაგრამ თუ სადმე რამე სისასტიკე მოუგონია და ჩაუდენია რომელიმე რეჟიმს, სააკაშვილ-ბოკერიას ყველაფერი გადმოღებული ჰქონდათ… ამას არ სჭირდება დიდი ჭკუა, უბრალოდ წარმოუდგენლად ბოროტი და უსულგულო უნდა იყო , რომ ის საშინელებები, რასაც ვთქვათ იაპონელები უკეთებდნენ დაპყრობილ ჩინელებს, გაუკეთო შენს ხალხს, ან ჩაუტარო იგივე კოშმარი ციხეებში, რასაც ნაცისტი გერმანელები აიხმანი და მენგელე ებრაელებს ან სხვა ნაციებს როგორც აწამებდნენ.

არ სჭირდება ამას დიდი გონიერება და “კარგი მენეჯმენტი” როგორც შენ ორგვამა ვანოს და ადეიშვილს აქებდი, მათ რეალურად ეჟოვშჩინაში ამოხადეს სული ქვეყანას!
სააკაშვილის, ბოკერიას, ოქრუაშვილის, ბარამიძის, უგულავას, ადეიშვილის, უდესიანის, რულოვსის, კალმახელიძის, ახალაიების და ა.შ. უღმერთობა, სადიზმი და უჯიშობა ჰყოფნიდა და ეყოფა ყოველთვის “სისტემას”! მათი “აშენებული” სახელმწიფოსმაგვარი ეგერ კიმ ჩენ ინსაც აქვს და დიქტატურა ჰქვია.. ტოტალიტარიზმში რა ინსტიტუცია უნდა ყოფილიყო და არც ყოფილა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მირაჟი!

ჰოდა რას ვამბობდი, ეს შენი ფარცხალაძეებიც იყვნენ თავგადაკლული ნაცები, გებრძოდნენ ბოლო დღემდე! რომ გაიმარჯვა ოცნებამ, ამოვიდა ეგ შენი ოთარ ფარცხალაძე და მამუკა ბაკურიას ჩამოუჯდა კუს ტბაზე, ტირილით, მიშველე რამეო… ე.ი. ნაჭამი ჰქონდა ხომ?! ადამიანი, აქტიურ ნაცონალებად რომ დარჩები 2011-ის დარბევა-სასაკლაოს მერეც, იქ მთავრდება ყველაფერი, ე.ი. აღარაფერი სუფთა და წმინდა შენ სულს არ შერჩენია… სწორედ ეს კატეგორიაა “მაგნებიც”, “ჩემს იქეთ, სამყაროც დაქცეულა”..

არა, მე კი არ გეუბნები რომ ყველა გადავყაროთ წყალში ნაციც და ნანაცარიცმეთქი , მაგრამ ნუ დანიშნავთ სტრატეგიულ ადგილას, ადამიანო, დაგვამხობენ სახელმწიფოს თავზე , ვერ ატყობ, სპრუტს რომ დაემსგავსნენ?! აგურ-აგურ აცლიან ძლივს აშენებულ კედელს , მომენტს არ მაზავენ რომ არ შეარყონ ქვეყანა, ესენი ადამიანები არ არიან უბრალოდ, ვინც აქტიურია, ხომ საშიშია და ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ ეს ნანაცარი შმაკაძიავკებიც რომ არ აკლებენ და იყიდებიან ყოველ წამს, ყოველ წუთს, ან ფულზე და ან კომპრომატით ყველაფერზე წამსვლელები არიან?!

დაფიქრდი აბა ? პროკურატურაში იგივე ხალხია, სასამართლოში იგივე ხალხი… პროკურატურამ რამდენი ადამიანი გაგიმწარათ ოცნებას, დაგითვლიათ ვინმეს ? იცით , რა ცინიზმია პროკურატურაში, როდესაც ნაციონალების დროს უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის საქმე იგივე პროკურორს ეწერება, ვინც დაჩაგრა, იცით თუ არა ეს თქვენ? და რას იზამს, თავის თავს გამოუძიებს უსამართლობას?! ვაკის პროკურორად რომ გაქანებული ნაციონალი ბაჩიაშვილი გიზით, ან ვინ დანიშნა და ან რატომ ფიქრობთ, რომ ეგ და მისნაირად ადეშვილის სკოლაგავლილი კომპრომეტირებული პროკურორები ასობით და ათასობით უსამართლობას არ ჩაიდენენ, სწორედ იმიტომ , რომ ხალხი აგიბუნტონ და უსამართლო სამართალია ოცნებაშიო, ასე ააყვირონ?

გამოდი, გაიკითხე ხალხში, ან მოვალ და კონკრეტულ ასობით საქმეს მოგიტან, როგორ დააწერეს იგივე პროკურორს საქმე… ეს არ არის ხალხის სპეციალურად გადარევა?
შოთაძის ბიძა, აჭარის პროკურორი იყო 2012-წლამდე, უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული და დღეს გიზით პროკურორთა საბჭოში?! ფარცხალაძეს ნაგლად ცხვირი ჰქონდა ჩაყოფილი პროკურატურაში ვინ დანიშნა, სად დანიშნა, რატომ დანიშნა, გაავსო პროკურატურა თავისი ხალხით. ვინმე აქცევს ამას ყურადღებას?

დაგვემხობა ქვეყანა თავზე და ეს სიმწრით მოპოვებული გამარჯვება დაგვრჩება უკან… ახლა კიდევ მოსამართლეების პრობლემა … ვის უშვებთ უვადოდ? ამ ქვეყანამ გაიარა უფსკრულის პირას, სისხლით მოვიპოვეთ თავისუფლება… მაგრამ მანამდე, ძალიან ბევრმა სამუდამოდ დაკარგა ადამიანის სახე, რასაც ძალიან კარგად ვხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში… არასწორი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შემთხვევაში, დაახლოებით მაინც თუ ხვდებით, რომ ქვეყანა შეიძლება წაგვაგებინონ?

არეულ-დარეულად მივყვები, მაგრამ გაბრაზებული ვარ ძალიან, კბილაშვილი როდესაც გენ-პროკურორი იყო, საერთოდ რა გააკეთა? ან ნაცვლიშვილმა რა მოყვა ეს? გასაგებია, ვიცი, დასავლეთი რასაც ითხოვდა, მაგრამ საქმეებიდან მასალები გააქრეთ, არ დაარქივოთ და კრიმინალი აბოგინეთო, არავის უთქვამს… და რა, ნაცვლიშვილს არ ეყო იმის ტვინი, რომ ბოკერიას თუ არ იჭერდა, მათხოვარი რომ მოვიდა და დღეს მილიონერები რომ არიან უამრავი ფართებით, გამოერთვა ქონების ნაწილი და მათ მიერ უსამართლოდ გაკოტრებული ბიზნესმენებისთვის მიეცათ, თუნდაც სული რომ მოეთქვა, იმისთვის?!… ან უგულავა? მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში, მრავალმილიონიანი მარტო ბინები აქვთ, ჩამოგერთვათ ნაწილი და მიგეცათ მათ მიერ დაზარალებულებისთვის, ბაქრაძე?

სამშენებლო კომპანია რომ აქვს , ნახევარი კრწანისი ააშენა და ბინათმშენებელია, ნუ დაიჭერდით, გამოგერთვათ ქონების ნაწილი და ასე შემდეგ… ნაცვლიშვილმა ეს ვერ დატვინაო, არ მითხრათ ახლა და რატომ არ გირჩიათ?… ან რატომ არის პატეიშვილ-სილაგაძის საქართველოს ბანკი ისევ გილაურების, ესეც დასავლეთის პოლიტიკური ზეწოლა იყო? ნაწილი მაინც მიგეცათ დაზარალებული ოჯახებისთვის , ლამის შიმშილით რომ კვდებიან… ან რატომ უნდა ემსახურებოდეს ისევ ნაციონალების კონტრ-რევოლუციას საქართველოს ბანკი, რომელი კრიტერიუმით გადაწყვიტა ნაცვლიშვილმა და კბილაშვილმა ეს? ან სად გაქრა სილაგაძის საბუთები, ან რატომ გაუსკდა გული გამოძიების დროს .. ან რატომ იწელება ასე ნაციონალების მიერ დაყაჩაღებული ბიზნესმენების საქმეები გამაგებინეთ ? და ეს ბიზნესები გადაფორმებული რომ აქვთ ნაციონალების ოჯახებს მეორე და მესამე “კეთილსინდისიერ” მყიდველზე”… რა ვერ გამოიძია კბილაშვილმა-ნაცვლიშვილმა, მერე ფარცხალაძე-შოთაძემ, ფარცხალაძე- ბადაშვილმა და ა.შ.

ამდენს არ ვილაპარაკებდი, მაგრამ გავბრაზდი სწორედ ნაცვლიშვილზე, რას ნიშნავს დასავლეთის სურვილიო? გავიგე! მაგრამ დასავლეთს არ უნდოდა ციხეებში რომ მოხვედრილიყვნენ, ისიც იმიტომ, რომ არ გაღირსეთ ბიძინაჩემო, ნორმალური ლობისტები და სააკაშვილის მთავრობას ასეულობით მილიონებით ჰყავს გამძღარი (ბიიუჯეტის ხარჯზე , რა თქმა უნდა) ზოგიერთი დასავლელი ლობისტი და იმიტომაც იყო აქტიური ზეწოლა, რომ “პოლიტიკურ დევნას” ნუ დაიწყებთო”, მაგრამ არავის უთქვამს, კრიმინალურად მიტაცებული ქონება და სახელმწიფო მოხელეობაში გამილიონერებულ-გამილიარდერებულზე მოკვლევა არ დაიწყოთ და ჯარიმები არ დააკისროთო, არ მითხრათ ახლა, სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ მოვაქცევდით “კონფისკაციასო”, ბოლო-ბოლო “ეჩუქებინათ” იმათაც პირდაპირ დაზარალებული ბიზნესმენებისთვის და არა როგორც ისინი აჩუქებინებდნენ ხოლმე ამ ბიზნესმენებს სახელმწოფოზე.!. რა ვერ დათვალეთ , ვის რა ზარალი აქვს, 10-10 % მაინც დაგებრუნებინათ ამ ხალხისთვის და ასიათასობით მადლიერი ეყოლებოდა ოცნებას .. აღარ გახდებოდა სახვეწარი, არჩევნებზე ხალხი მოვიდეს და ხმა მისცეს ოცნებას, რომ რამენაირად ის სადისტი სისხლისმსმელები არ დაბრუნდნენო!!!

ახალი თაობა მოდის, ვისაც ის სასტიკი რეჟიმი არ ახსოვს და დღეს ამ ფეიკ-ნიუსების ცვენაში , არეული აქვთ ტვინი, ნახეთ უკვე, რაც ხდებოდა ივნისის მოვლენებზე… მთელი ტვინგამორეცხილი ილიაუნი და ბენდუქიძის აგრიუნი იქ იდგა… უნივერსიტეტი არ მივიდა, თუ ხვდებით მაინც , რატომ?

ასობით მილიონის ქონება მიითვისა ბენდუქიძემ და რაღაც საცოდავი 7 მილიონი მიუგდო უნივერსიტეტს და ამ ირიბი სარკეების ქვეყანაში, ის ჰგონიათ ჭკვიანი ქველმოქმედი (?!) – გამყიდველი, რომელმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს ჩააბარა, გაზსადენსაც აძლევდა , ამერიკამ გააჩერა ბოლო მომენტში!! აი ამ კაცის იდეები ჰგონიათ “დასავლური ღირებულებები” – ხომ შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი და ეს ბავშვები იზრდებიან ნაციონალების მომხრეებად, რატოომ ? იმიტომ რომ კბილაშვილ-ნაცვლიშვილს დროს პროკურატურაში არ შეცვლილა ადეიშვილის კადრების 95 % და დღეს კიდევ , თუ ვინმე ჩამოაკლდათ, ყველა მოსამართლედ გადავიდა და უვადოდ დანიშვნას ითხოვს!!!! საქმეები არ გაიხსნა, არ გახდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, ნაცები ისევ მილიონერები არიან, მათი შვილები კარგად ცხოვრობენ, მეგობრებიც გარშემოკრებილი ჰყავთ , უქადაგებენ “ნაციონალურ იდეებს” და ეტყვი დამნაშავეა მისი მშობელი, იტყუება ყველაფერს, სხვისი გაუბედურებით გამდიდრდათქო და შემოგიბრუნებენ, მაშინ, რატომ არ გაასამართლეს და არ ჩამოართვეს ყველაფერიო… რა უნდა ვუპასუხოთ?!

ბიძინა ივანიშვილო, გიორგი გახარია, კახა კალაძე, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ღარიბაშვილო, დასხედით და რამე მოიფიქრეთ, თორემ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე და 2020 იქნება ბოლო არჩევნები სადაც ძლივს მოიგებთ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები!

კადრებს მიხედეთ , კადრეებს!!! უახლოეს მომავალში, ვაკეში, როგორც “მოწყვლადში”, კიდევ იქნება სროლები “90-იანებში დაგვაბრუნეს!” ამბავში, სასჯელაღსრულებაში რამე პროვოკაცია მოხდება “კრიმინალი მართავს ციხეს”, და ა.შ.. არჩევენები მოდის… აუცილებლად ეცდებიან რამე 20ივნისის მსგავსს, სულ ცოტა, რომ ვალუტა გაძვირდეს და ან ტურისტები რომ დაფრთხნენ …

დროზე გააკეთეთ დეკრიმინალიზაცია (არალეგალიზაცია) ნუ აჭერინებთ ბავშვებს სისულელეეებზე!!! და ამ ჯოკერს ნუ დააჭერინებთ გველებს ხელში!!! ძალიან გაბოროტებულია პროკურატურა და ჩემი აზრით, სპეციალურად ამწარებს ხალხს!!!

p.s. ვაკე-საბურთალოს ნაციონალ საბოტაჟნიკ პროკურორ ბაჩიაშვილზე და მის ახალ მატყუარა და უნამუსო პროკურორ მედეა ცირამუაზე, რომელიც სტუდენტ, უწესიერეს გურულ ბიჭს, რომელმაც სასამართლოში სიმართლე თქვა და არა ის, რაც პროკურორებმა უკარნახეს პირველი ჩვენების დროს, ციხისთვის იმეტებს, პირდაპირ აღმკვეთი ვინც შეუფარდა, ის მოსამართლეც უნამუსოა, ბიჭი პოლიციაშიც კი არ იყო მანამდე ნამყოფი, საქანელებზე მომუშავე, სტუდენტი ბიჭია, უბრალოდ რაღაც ჩხუბს შეესწრო !! ეს თემა ჯერ არ დამიმთავრებია, მედეა ცირამუას ვანახებ ამბიციები როგორი უნდა!!! და ამაზე ცალკე ჩავატარებ პრესს-კონფერენციას!!”- წერს მანჩო გიორგობიანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE