ინგა, გახსოვს შენი ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა და შენივე სიტყვები.. – თამარ მოლაშვილის მიმართვა ინგა გრიგოლიას

10194
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ჟურნალისტი თამარ მოლაშვილი სოციალურ ქსელში მიმართავს მის კოლეგას, ტვ “პირველი”-ს გენერალურ დირექტორ ინგა გრიგოლიას.

“ინგა, შენ იცი, რომ ჩასაფრებული დამოკიდებულება ჩემი სტიქია არ არის, კიდეც შემიქიხარ და კიდეც თამამად მითქვამს ჩემი კრიტიკა შენს მიმართ.. არ მომრიდებია. გუშინ კი მართლა შემებრალე. აღარ იცოდი, რა გაგეკეთებინა, როგორ, შენი ამბიციის ჟურნალისტმა არ იცი, რომ უშიშროებას ყოველთვის ჰყავდა ჩანერგილი მოძღვრები ეკლესიასი ეკლესიის და მართლამადიდებლობის გასანადგურებლად? – იცი!

როგორ, შენი ამბიციის მქონე ჟურნალისტმა არ იცი, რომ ის რასაც ამ დღეებში შენი დახმარებით ქვეყნის მტრები აკეთებენ ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ მიზანმიმართული განადგურებაა?- იცი!

ესეც ნაკლებად შემაწუხებდა, ამაზე სხვა სტრუქტურები უნდა ზრუნავდნენ.
სამშობლოს სიყვარულში დაღლილი ჩემი მოხუცი პატრიარქი დაცული უნდა იყოს!
გახსოვს შენი ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა და შენივე სიტყვები -მე მხოლოდ პატრიარქის ლოცვამ და მისმა საჩუქარმა გადამარჩინაო!

მოწოდებები ჩემი სტილი რომ არ არის, ესეც კარგად იცი. მე მაინც გულწრფელად მინდა შენი კარგად ყოფნა. არჩევანი შენია! ბევრი ფული, თუ ღვთიური მადლიერება..” – წერს თამარ მოლაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE