ვინ ბიჭები ჩავცხრილეთ ქუჩაში? – ეკლესიებს ანგრევდიო, რომელი ეკლესია დავანგრიე? გლდანის ეკლესია არ იყო ეკლესია

33
წაკითხვა
IMG.GE

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ჩართვისას სოციალური ქსელის მომხმარებელთა კითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო კითხვა გლდანის ეკლესიის დარბევასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით გლდანის ეკლესია არ იყო ეკლესია და იქ იყო ბასილ მკალავიშვილი, რომელიც მისი თქმით ადამიანებს სცემდა.

კიდევ ერთი კითხვა ეხებოდა პატიმრების წამებასა და გაუპატიურებას, ასევე სამართალმდაცველების მიერ რამდენიმე ახალგაზრდის მკვლელობას, რაზეც სააკაშვილმა განაცხადა.

“ვინ ბიჭები ჩავცხრილეთ ქუჩაში? – როდესაც გავხდი საქართველოს პრეზიდენტი,  ეს იყო არშემდგარი ქვეყანა, მაშინ იტაცებდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ, ამიტომ მოგვიხდა იმ მეთოდების გამოყენება, რაც მოგვიხდა. ცოტა მოგვიანებით საჭირო იყო სისსხლის სამართლის კოდექსის მოშვება და აღარ იყო საჭირო ასეთი სიმკაცრე, შესაძლოა ეს მომენტი ჩვენ გავუშვით, მაგრამ წესრიგი რომ არ დაგვემყარებინა მაშინ, ხალხს მართლა ხოცავდნენ ქუჩაში და მე კი არა, კრიმინალები ხოცავდნენ და ჩვენ მართლაც მკაცრი მეთოდებით დავამყარეთ წესრიგი”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში