თინა ხიდაშელის რჩევა ბიძინა ივანიშვილს

212
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

თინა ხიდაშელის გამოხმაურება ბიძინა ივანიშვილის წერილზე, რომელიც მან დღეს გაავრცელა.

“ერთი ცალი, ერთი ჭკუა რომ მოეკითხოს არავინ ხართ ხომ? ეს განცხადება მაინც გადაგეკითხათ, ბატონ ივანიშვილს მცირე რჩევა. ოდნავი დამაჯერებლობა რომ ჰქონოდა განცხადებას, პარტიის თავმჯდომარეს უნდა ეთქვა შემდეგი:

– მივმართავ იმათ ვინც დატოვა პარტია, დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს.

– ისინი ვინც დღეს პარტიის პოზიციას გადაუხვია და ჩევსნ მოერ ინიცირებული პროექტი ჩააგდო გარიცხოს პარტიიდან.

ეს არის ქმედება. სხვა ყველაფერი ბელეტრისტიკა და ყალბია!
ამასობაში საკონსტიტუციო ცვლილება თუ ვარდება და თან ორი საათით ადრე პრემიერს აქვს მხარდაჭერილი, მთავრობის ნდობის საკითხი უნდა დადგეს.

კენჭისყრა მათემატიკაა და დღევანდელი მათემატიკით პარტიის თავ-რეს დს პრემიერის ინიციატივას არ აღმოაჩნდა საკმარისი უმრავლესობა. სხვათაშორის ამ მათემატიკით ოცნებას დღეს არ აღმოაჩნდა მთავრობის დაკომპელექტებისთვის საჭირო უმრავლესობა.

ამიტომ საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ ასეთი საკითხებია პრინციპული რომელსაც პრემიერები საკუთარ ნდობას მიაბამენ ხოლმე.
ესეც მეორე ქმედება! თუ დაგაინტერესებთ კიდევ მაქვს შემონახული , ეს ისე მერე არ თქვათ არ ვიცოდით და გეთქვათო” – წერს თინა ხიდაშელი.

ამ თემაზე:

ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE