ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ მე ჩვენს აქციაზე ვუხმობ სააკაშვილს ან ბოკერიას – ირმა ინაშვილის განმარტება

139
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

“პატრიაოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, 17 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

“მოვუწოდებ “ქართული ოცნების” შესაბამის სტრუქტურას, რომელიც საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, თავი დაანებოს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩვენი მიკერების მცდელობას სააკაშვილთან თუ ბოკერიასთან.

ჩვენ ვიკრიბებით 17 ნოემბერს, კვირას, საღამოს 5 საათზე რესპუბლიკის მოედანზე.

მე მოვუწოდე და ახლაც მოვუწოდებ ყველა პარტიის მხარდამჭერს, უპარტიო თუ პარტიულ მოქალაქეებს, რომ შემოუერთდნენ ჩვენს აქციას, ანუ მე მოვუწოდე და ახლაც მოვუწოდებ არა მარტო ჩვენი პარტიის აქტივს და მხარდამჭერებს, არამედ ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერებს და ვიმეორებ, სრულიად უპარტიო ადამიანებს, რომ შემოგვიერთდნენ!!! ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ მე ჩვენს აქციაზე ვუხმობ სააკაშვილს ან ბოკერიას. მე ვუხმობ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს: შევიკრიბოთ, არა აქვს მნიშვნელობა, ვისი მხარდამჭერი იყავი ან არ იყავი, დღეს ჩვენს გვერით დადექი და მეტიც, უკეთესია ჩვენს რიგებში გადმოხვიდე. ეს ეხება ყველას. მათ შორის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც.

სრულიად ნათელია, რომ ხდება ხელისუფლების უზურპაცია და უზურპაციას ახორციელებს მატყუარა და ცბიერი მმართველი ძალა. ის, რომ ყველა პარტია გარეთ გამოდის და ყველა პოლიტიკური ძალა მიტინგს მართავს ან ემზადება მიტინგის გამართვისთვის, სრულიად არ ნიშნავს ერთად მოქმედებას. უბრალოდ, ხელისუფლებამ იმდენი მზაკვრობა ჩაიდინა, რომ საკუთარ თავს დაუნთო ან დაუნთებს პროტესტის არა ერთ კერას. მთელი საქართველო გამოვა გარეთ და ამათი ხრიკები არ გაამართლებს. ამ დროს, რომ იცოდეთ, ახლა ყველას ელაპარაკებიან, ყველა პარტიას!!! და ვაჭრობენ ყველასთან. მათ შორის, სააკაშვილის და ბოკერიას პარტიებთან. დანარჩენზე ხვალ ვისაუბრებ.” – აცხადებს ირმა ინაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE