რას ამბობს ოქუაშვილი და რას ამბობს ხელისუფლება? – ფინანსთა მინისტრის ინტერვიუ

14
წაკითხვა
IMG.GE

“ვუთხარით, წაბრძანდით, გადახედეთ და ვთხოვეთ, ხელახლა მობრძანებულიყვნენ – იმედი მაქვს, ესეც ჩაწერილი ექნებათ რამდენაირად და გამოიტანენ” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 23 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა შპს „ოჯითის“ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ რეალურ სურათზე და იმ წინადადებაზე, რომელიც კომპანიის წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტრომ შესთავაზა.

როგორც მან განაცხადა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ბიუჯეტში გადაიხადა 1 მლნ ლარი, შპს-მ მიიღო მისი ადეკვატური აქციზური მარკები.

„შესაბამისად, ჩვენ მოვხსენით ყადაღა საბრუნავ საშუალებებს და ვთხოვეთ კომპანიას წარმოედგინათ წინადადებები ვალის შემცირების თაობაზე. ამის შემდეგ იწყება ისევ ტყუილების კორიანტელი. მათ განცხადებაში წავიკითხე – ფინანსთა მინისტრმა შემოგვთავაზა მორიგებაო მაშინ, როდესაც თავად მოიტანეს ფურცელზე დაწერილი გრაფიკი, სადაც ეწერა: 52 მილიონი ლარიდან 42 მილიონამდე ჩამოგვაწერეთ, 10 მლნ ლარზე მეტი 2 წლით გაგვიყინეთ და 2 წლის შემდეგ, თანხას ნაწილ-ნაწილ გადავიხდითო.

ჩვენ ვუთხარით, მოგვეცით, ვნახავთ ამ წინადადებას…მე იმავე შეხვედრაზე ვუთხარი, არ მიგაჩნიათ, რომ თუკი ვალის შემცირების გრაფიკს შემოგვთავაზებთ, შანსები, რომ ჩვენ ამ წინადადებას დავთანხმდეთ უფრო მაღალია? ვუთხარით, წაბრძანდით, გადახედეთ და ვთხოვეთ, ხელახლა მობრძანებულიყვნენ. იმედი მაქვს, ესეც ჩაწერილი ექნებათ რამდენაირად და გამოიტანენ” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მას სურდა კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელიც დასწრებოდა.

„მინდოდა ამ შეხვედრას დასწრებოდნენ საელჩოდან იმიტომ, რომ გამოცდილება მქონდა, როცა აბსოლუტურად სხვა რამეზე იყო საუბარი შეხვედრებზე და სხვა რამეს ამბობდნენ ტელევიზიით. მაგალითად, ჩემთან პირველ შეხვედრაზე თქვეს, ფინანსთა მინისტრმა დაგვიბარაო მაშინ, როდესაც ერთი კვირა თავად ითხოვდნენ ჩემთან შეხვედრას.

თუმცა, საელჩოს წარმომადგენელმა ვერ შეძლო შეხვედრაზე დასწრება, თუმცა შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ და დარწმუნებული ვარ, დაადასტურებენ ამას საელჩოში, რომ ჩვენგან ასეთი წინადადება ნამდვილად იყო. როგორ დამთავდა შეხვედრა? გითხარით, რომ ვთხოვეთ წარმოედგინათ რეალური გრაფიკი ვალის შემცირების.

ახლა მათი მოტანილი შეთანხმება, რომელიც იყო აბსურდული „გასაღებულია“ თითქოს ჩვენ შევთავაზეთ კომპანიას ეს წინადადება და ახლა არ ვასრულებთ პირობებს. ეს, კიდევ ვიმეორებ, სცდება ნებისმიერ საღ აზრს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში