ძალიან არ მომწონს, რომ “პუტინის პარტიებთან” ერთად უნდა “დავცეთ” კარავი – თაკო ჩარკვიანი

410
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი უკმაყოფილებას არ მალავს იმის გამო, რომ  ნინო ბურჯანაძე შეუერთდა ოპოზიციურ ერთობას.  ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“და მაინც!უდავოდ მომწონს, რომ ძალა ერთობაშია! დიახ ძალა ერთობაშია,მაგრამ ძალიან არ მომწონს, რომ “პუტინის პარტიებთან” ერთად უნდა “დავცეთ” კარავი რუსთაველზე არ მესმის და მომკალით ,რა ვქნა! ისევ იმ წრეზე?ზუსტად ვიცი ახლა რასაც ვწერ, მაგრამ მე დავპირდი ჩემს მეგობრებს და ჩემს ხალხს, რომ არ მოვატყუებდი არასოდეს! პროტესტს კვლავ ვაგრძელებ თავდაუზოგავად რა თქმა უნდა! კლიპებში და რეკლამებში “ პუტინკებთან “- ერთად არა- მე არა! არა და არა! ხალხთან კი ბატონო !ბოლომდე ბრძოლა ჩაყოლით ,უზურპატორის წინააღმდეგ – გაერთიანებული ოპოზიციით- ძალა ერთობაშია!! და ეს უნდა მეთქვა!!!”პუტინკებით” პუტინს ვებრძვით?” – წერს თაკო ჩარკვიანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE