2000 ლარამდე დავალიანების გამო რადიო “მაესტროს” ანგარიშებს ინკასო დაედო

75
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

რადიო “მაესტრო”-ს 2000 ლარის დავალიანების გამო ინკასო დაედო, ამის შესახებ ინფორმაციას დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ავრცელებს. ის პოლიტიკური ნიშნით გამორჩევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ტელეკომპანია “მაესტრო”-ს 8 მილიონი დავალიანება აქვს ბიუჯეტის მიმართ, თუმცა რადიო მაესტროსგან განსხვავებით, სახელმწიფოს  ინკასო არ დაუდია.

“გამოცანა: მამუკას აქვს წილი ორ მედია ორგანიზაციაში ტელეკომპანია “მაესტრო” სადაც არის უმცირესობაში და ვერ აკონტროლებს და რადიო “მაესტრო” 94.7 FM. (იგივე “ქართული რადიო”) სადაც აქვს საკონტროლო პაკეტი. ტელეკომპანია “მაესტროს” აქვს ბიუჟეტის დავალიანება 8 000 000 ლარი და არ ადევს ინკასო, ხოლო რადიო “მაესტროს” დაუგროვდა 2000 ლარამდე დავალიანება და დაადეს ინკასო. გამოიცანით რატომ იჩაგრება რადიო “მაესტრო” და “გულაობს” ტვ “მაესტრო”? ვინც გამოიცნობს იმას ინკასო “- წერს მამუკა ღლონტი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE