სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო ირაკლი ნოზაძეს “რუსთავი2”-მა მოგებული თანხა არ გადაუხადა

72
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ჯგუფ ქუჩის ბიჭები”-ს მომღერალ ირაკლი ნოზაძის ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გადაცემაში “ფარული კონვერტი” 5 900 ლარი მოიგო, თუმცა მოგებულ თანხას არ უხდიან იმ მიზეზით, რომ ის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მონაწილეობს.

“როგორც ჩანს ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა! კიდევ ერთი ამბავი სად არის სიმართლე, ევროპა, დემოკრატია. ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის პროექტ ფარულ კონვერტში 5 900 ლარი მოვიგე, გადაცემა რამდენიმე დღეში ეთერში უნდა გასულიყო. როცა დავინტერესდი და დავრეკე, მითხრეს მომავალ ორშაბათს გავაო. მერე არჩევნებია და ეთერში არ გადისო. სალომე ზურაბიუშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე დამიკავშირდა გადაცემის ერთ-ერთი პროდუსერი (ეკა) და მითხრა – ფული სალომემ გადაგიხადოსო! ამას ვამბობდი, სწორედ ეს არის სწორი საქციელი, ევროპაც და მათი თვალით დანახული დემოკრატიაც. მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობ ამ გადაცემის პროდიუსერებთან და ვაფასებ მათ ნიჭიერებას და მეგობრობას, მაინც ძალიან მეწყინა. ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს, თუმცა რახან ასეა, მირჩევნია ეს 5 900 ლარი რუსთავი 2-ელებმა გაინაწილონ”,– აცხადებს ირაკლი ნოზაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE