2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხი პლებისციტით ან რეფერენდუმით – აკაკი ზოიძის ინიციატივა

124
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიმართავს ინიციატივით, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი ან პლებისციტი 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების ან არჩატარების შესახებ.

“გადავწყვიტე, საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოსთვის, რათა მათ მიიღონ ზომები უმოკლეს ვადაში 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე

ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება აგვაცილებს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას. მივმართავ ყველას, უპირველესყოვლისა, მმართველი გუნდის იმ წევრებს, ვინც ამ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა – გამოვიყენოთ პლებისციტამდე თუ რეფერენდუმამდე დარჩენილი დრო საზოგადოებასთან სამუშაოდ, რათა ჩვენთვის და ქვეყნისთვის სასურველი შედეგი მივიღოთ”

ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენგანისთვის. ხალხი ბრძენია, საზოგადოება არის საკმარისად პოლიტიკურად მომწიფებული, რომ პოლიტიკური დემაგოგიისგან გამოარჩიოს ჭეშმარიტების მარცვალი, ანუ რატომ არის პროპორციული საარჩევნო სისტემა ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE